ქუთაისში მოქმედი საჯარო სკოლების წარმომადგენლები ქალაქის მერს შეხვდნენ. შეხვედრა თავად პედაგოგების მხრიდან იყო ორგანიზებული. განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის შოთა მურღულიას მადლობა გადაუხადეს. ასევე, მე-3 საჯარო სკოლის დირექტორს თამაზ ჭაბუკიანს საპატიო ქუთაისელის წოდება მიულოცეს.
,,ჩვენ ვცდილობთ სკოლებს შესაძლებლობის ფარგლებში შევუწყოთ ხელი სხვადასხვა პროგრამებში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ საგანმანათლებლო პროექტები. ქალაქის განვითარება განათლების გარეშე წარმოუდგენელია.-აღნიშნა შეხვედრაზე შოთა მურღულიამ