ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საკრებულოს დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება

10 აგვისტო, 2017 • ნიუპრესი • 1

საკრებულოს დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება

ქუთაისის საკრებულო დეპუტატ ლაშა გვენეტაძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. საკითხი უახლოეს სხდომაზე განიხილება.

ლაშა გვენატაძეს მაისში სასამართლომ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ლაშას ძმა შოთა გვენეტაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მათ მეგობარს შიო ჯანელიძეს კი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

შეგახსენებთ, ლაშა გვენეტაძემ, მისმა ძმამ და მათმა მეგობარმა მოქალაქე მამის საფლავის გაძარცვის გამო ცემეს. გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით აღიძრა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: თვითმმართველობალაშა გვენეტაძე