ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფალსიფიკატორები ყავაში მოხალულ ბარდას ურევდნენ

23 აგვისტო, 2017 • ნიუპრესი • 1

ფალსიფიკატორები ყავაში მოხალულ ბარდას ურევდნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოში 11 არაკრიტიკული და 9 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

აგრეთვე, გამოვლინდა სავარაუდო ფალსიფიცირების ნიშნები. ინსპექტრირებისას საწარმოში სხვადასხვა დასახელების (როგორც ხსნადი, ასევე მარცვლები) ყავასთან ერთად აღმოჩნდა 235 კგ მოხალული ბარდა.

საწარმოში ადგილზე ხდებოდა როგორც ბარდის, ასევე ყავის მარცვლების მოხალვა მისი შემდგომი დაფქვის და სავარაუდოდ გადარევის მიზნით.

თეგები: ბარდაკოფიყავა