ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “მაკდონალდსთან” არასრულწლოვან გოგონას ავტომობილი დაეჯახა

25 აგვისტო, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში “მაკდონალდსთან” არასრულწლოვან გოგონას ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში “მაკდონალდსთან” არასრულწლოვან გოგონას ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახების შედეგად გოგონა მსუბუქად არის დაშვებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების განცხადებით, დაშავებულმა ე.წ კოლხურ შადრევანთან გზა არასწორად გადაკვეთა, მოსახვევში მძღოლმა ქვეითად მოსიარულე გვიან შენიშნა და დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

თეგები: ავტოსაგზაო