ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ფეისბუქის” ქართველი თანამშრომელი ქუთაისელი ნინა ნუცუბიძე გახდა

1 სექტემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 25

“ფეისბუქის”  ქართველი თანამშრომელი ქუთაისელი ნინა ნუცუბიძე გახდა

შერჩეულმა კანდიდატმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის ოფისში უნდა იმუშაოს.

Facebook-მა საქართველოში გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატურა შეარჩია. ნინა ნუცუბიძემ კონკურსში გაიმარჯვა. ის კომპანიის თანამშრომელი გახდა. ნინა ნუცუბიძე Facebook-ის დუბლინის ოფისში საქართველოს საკითხებზე იმუშავებს, ე.წ. თემის ოპერატორი იქნება.

Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს დაახლოებით ერთი თვეა ეძებდა.

როგორც ვაკანსიის აღწერაში იყო ნათქვამი, თემის ოპერატორის ძირითადი მოვალეობა იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერა, პროდუქტების სიჯანსაღის გაუმჯობესება ხალხისათვის მათი გამოყენების განმარტვის გზით.

თეგები: ნინა ნუცუბიძეფეისბუქი