ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის თოჯინების თეატრში სეზონი გაიხსნა

9 სექტემბერი, 2017 • Newpress • 1

ქუთაისის თოჯინების თეატრში სეზონი გაიხსნა

ქუთაისში თოჯინების თეატრმა ახალი, 71-ე სეზონი სპექტაკლით „ასფურცელა“ გახსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლევან გაბრიჭიძის თქმით, თოჯინების თეატრი მაყურებელს ახალ სეზონზე ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

„ახალი 71-ე სეზონი „ასფურცელა“-თი გავხსენით, 11 სექტემბერს კი ამ და რამდენიმე სხვა წარმოდგენით ბათუმს ვესტუმრებით“-განაცხადა გაბრიჭიძემ.

მისივე თქმით თეატრში “ნაცარქექია”-ს ჩრდილების თეატრით დადგმა იგეგმება.

„თეატრი სიახლეების გარეშე არ არსებობს. ოქტომბრის ბოლოსთვის „ნაცარქექიას“ დადგმას ჩრდილების თეატრის მეშვეობით ვგეგმავთ “-აღნიშნა გაბრიჭიძემ.

შეგახსნებეთ, რომ ქუთაისის „თოჯინების თეატრში“ სამხატვრო ხელმძღვანლის არჩევნები ჩატარდა და მისი პოსტი კვლავ ლევან გაბრიჭიძეს ერგო.

თეგები: კულტურა