“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საფიჩხიის ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარეხი ნიჟარაძე ტყიბულის, ყიფიანის, განათლებისა და მკურნალის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
,,დღესაც და ნებისმიერ სხვა შეხვედრაზე მთავარია ერთმანეთთან ვიყოთ გულწრფელები, ვისაუბროთ ღიად – რა გვსურს, რა გვაწუხებს და რა უნდა მოვაგვაროთ. ყველა კითხვა, რომელიც მოსახლეობას ექნება, ჩვენ მივიტანთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ერთად მოვაგვარებთ”, -განაცხადა მარეხი ნიჟარაძემ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.