“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, არჩილ გოგსაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფერსათის თემის წარმომადგენლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მოსახლეობის ძირითადი პრობლემები ინფრასტრუქტურულ საკითხებს – გზებისა და წყლის სისტემის მოწესრიგებას უკავშირდება.
შეხვედრაზე სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრეს. არჩილ გოგსაძემ მოსახლეობას, გამარჯვების შემთხევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.