სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისური ფილმი კარლოვაცის ახალგაზრდული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

21 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისური ფილმი  კარლოვაცის ახალგაზრდული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქუთაისური კინოსურათი “პორტრეტები” ხორვატიის ქალაქ კარლოვაცის ახალგაზრდული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ფილმი გადაღებულია ქუთაისის კინოსკოლის ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული განყოფილების მხარდაჭერით ​ ასოციაცია “სინერამა” ახორციელებს.

გადამღები ჯგუფის წარმომადგენელი ფილმის სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი 11 წლის სესილი მჟავანაძე ფესტივალზე მიწვეული გახლდათ და გაიმარჯვა ნომინაციაში ,,საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმი”.

სესილი მჟავანაძეს გამარჯვება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თეგები: კულტურა