ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გერმანიის მოქალაქეების საქველმოქმედო დახმარება ქუთაისში 90-მდე ოჯახმა მიიღო

26 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

გერმანიის მოქალაქეების საქველმოქმედო დახმარება ქუთაისში  90-მდე ოჯახმა მიიღო

ქართულ -გერმანულ ცენტრში წელს მეთვრამეტე საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელსაც ორგანიზებას გერმანელი კოლბეკების ოჯახი უწევს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, როლანდ და რენატე კოლბეკები ქუთაისის საპატიო მოქალაქეები არიან, ისინი ყოველწლიურად ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მატერიალურად ეხმარებიან.

ყველა ბენეფიციარს გერმანიაში საკუთარი მეურვე ჰყავს. წელს 90-მდე ოჯახს გაეწია დახმარება, რამაც საერთო ჯამში, 30 000 ევრო შეადგინა.

კოლბეკების ოჯახს აღნიშნული აქციის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მადლობა გადაუხადა.

ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით და გერმანელი ოჯახების მხარდაჭერით, ქუთაისში სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციები ხშირად იმართება.

თეგები: გერმანიისთვითმმართველობასაქველმოქმედო დახმარება