ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. 11 ნომინაციაში 47 შერჩეული ნომინანტიდან საუკეთესოები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლია სტურუას გადაეცა.
წლის საუკეთესო რომანი – ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“
წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“
წლის საუკეთესო პროზაული კრებული – რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“
წლის საუკეთესო პიესა – ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა…“
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – ბექა ახალაია „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“.
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა და ლიტერატურა“.
წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ლევან ბერძენიშვილი „წიგნიერების ევოლუცია“.
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“
ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – სიბილა შულცე ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკას“ გერმანულ ენაზე თარგმანისთვის
საუკეთესო ელექტრონული წიგნი – ანდრო ბუაჩიძე – „გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძე მოთხრობების კრებულისთვის “სად ხარ, ლაზარე…”
მკითხველის რჩეულის ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი – ზურა აბაშიძე „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარია.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დაფუძნდა.