ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყობა

4 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყობა

5 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყობა. ,,რენესანსიდან XX საუკუნემდე“ საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება: ქუთაისში დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემები, ლექსიკონები, ბერძნულ-ლათინური ტექსტები (პლუტარქე, პლატონი…), რუსეთის იმპერიაში გამოცემული ლათინური ტექსტები, ლათინურ-არაბული გამოცემები (ყურანი, ლაიფციგი, 1834 წ. აბულ-კასიმ, გრამატიკის ანთოლოგია, 1859 წ. ეთიოპური ქრესტომათია, ლაიფციგი, 1866 წ. მუალაკები, ისლამიმდელი არაბული პოეზიის კრებული, ლაიფციგი, 1850 წ.). წიგნები ანტონ ლორთქიფანიძის ხელმოწერებით, გოეთეს, შილერის, დიკენსის თხზულებები, ალბომები და ბიბლიოთეკის განსაკუთრებული საგანძური – მარციალისის პირველნაბეჭდი წიგნი – ,,ორი კომენტარი მარციალისზე“. წიგნი იშვიათი გამოცემებს მიეკუთვნება. მისი ანალოგები, სავარაუდოდ, დაცულია: ვირჯინიის, ნიუ-იორკის, ბრიტანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ბიბლიოთეკებში. ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილება დაარსდა 2008 წელს. 2017 წლის იანვრის მონაცემებით აქ დაცულია 2 198 ერთეული. განყოფილება დღითიდღე ივსება ძირითად საცავში დაცული უნიკალური გამოცემებით.

თეგები: კონკურსი / ანონსი