სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფოტოკონკურის “ილო” ნამუშევრების მიღება დაიწყო

5 ოქტომბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 26

ფოტოკონკურის “ილო” ნამუშევრების მიღება დაიწყო

I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები.

ფოტოკონკური „ილო“, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ეწყობა, წელს მეათედ გაიმართება. საკონკურსო ნამუშევრების მიღება უკვე დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში – 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. დასკვნითი გამოფენა, საბოლოო შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება კი 7 ნოემბერს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება, როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ. I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები.

წლევანდელი კონკურსის თემა თავისუფალია, სექცია „პუბლიკის სიმპატიის“ თემა კი „ქუთაისი – ქალაქი, რომელიც მიყვარს“- არის.

ფოტოკონკურს “ილოს” ნომინაცია “ხალხის სიმპატია” 2011 წლიდან დაემატა, რომლის გამარჯვებულიც სოციალურ ქსელ www.facebook.com–ზე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების გვერდზე განთავსებული სურათების მოწონებათა რაოდენობით გამოვლინდება.

ფოტოკონკურს “ილო”ს ორგანიზებისთვის ქალაქის მერიამ 2 400 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, ფოტოკონკურსის დასკვნითი საღამო TBC გალერეაში გაიმართება.

გასულ წელს ფოტოკონკურს „ილო“-ს ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მამუკა კაკაურიძემ პრიზი გარდაცვლილი ჟურნალისტის სოფო ბობოხიძის დედას გადასცა.

თეგები: კულტურა