ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ცინიკურია, რომ ქუთაისის მერია ზარალის ანაზღაურებას მთხოვს”

9 ოქტომბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

„ცინიკურია, რომ ქუთაისის მერია ზარალის ანაზღაურებას მთხოვს”

“ახალი პოლიტიკური ცენტ გირჩი”-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილმა მერიის მიერ მეორედ დაკისრებული 6 000 ლარიანი ჯარიმა გაასაჩივრა.
ცამციშვილის თქმით, ცინიკურია მისთვის ჯარიმის მეორედ დაკისრება.

„ცინიკურია, რომ ქუთაისის მერია ზარალის ანაზღაურებას მე მთხოვს, მაშინ როცა 6 თვის განმავლობაში 10 ათასი ლიტრი საწვავი მხოლოდ ქუთაისის მერმა და მისმა ორმა მოადგილემ დახარჯა. ამასთან, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა მე ერთხელ უკვე გადავიხადე, ახლა ზიანის ანაზღაურებას მთხოვენ”, – განაცხადა ცამციშვილმა.

პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 ოქტომბერს 11:00 ზეა ჩანიშნული.

თეგები: პოლიტიკასამართალი