ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
ფაქტს ადასტურებენ შსს- ში. მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.