ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“როგორც ჩანს, პენსიის რიგში იდგა დიდხანს, უეცრად აკანკალდა და დაეცა”

15 ნოემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

“როგორც ჩანს, პენსიის რიგში იდგა დიდხანს, უეცრად აკანკალდა და დაეცა”

ქუთაისში ასაკოვანი ქალბატონი გზის გადაკვეთისას მოულოდნელად ცუდად გახდა და ქუჩაში დაეცა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა.

შემთხვევა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, სამარშრუტო ტაქსმა დროულად შეძლო მანევრირება, მგზავრებმა კი სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს. მოხუცი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.

“როგორც ჩანს, პენსიის რიგში იდგა დიდხანს, უეცრად აკანკალდა და დაეცა, კინაღამ მანქანა დაეტაკა, მაგრამ დროულად გააჩერა”-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.

თეგები: ასაკოვანი