ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

16 ნოემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 26

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. ბეტონებთან.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯაკა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, დაზარალებული გონზე იყო, თუმცა დაზიანებები აღენიშნებოდა.

საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

თეგები: ავტოსაგზაოსამართალი