ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის შპს-ს ხელმძღვანელს კახა დალაქიშვილს თანამდებობა დაატოვებინეს

4 დეკემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მერიის შპს-ს ხელმძღვანელს კახა დალაქიშვილს თანამდებობა დაატოვებინეს

რეორგანიზაცია ქუთაისის მერიის ააიპების პარალელურად შპს-ებში გრძელდება. ამ წუთებში ქუთაისის მერი შპს “ქართული ტრადიცები 2011”-ის ხელმძღვანელად ახალი ხელმძღვანელს წარადგენს. აღნიშნულ პოსტზე კახა დალაქიშვილი სოსო კუჭავამ შეცვლა. სოსო კუჭავა აღნიშნულ შპს-ში დასუფთავების პროექტის ხელმძღავანელის პოსტზე მუშაობდა. მისი განცხადებით, მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის გამართვა და დასუფთავება იქნება.

კახა დალაქიშვილი მერიის საბინაო სამსაუხურის უფროსად მუშაობდა, ის “პატრიოტთა ალიანისის” კადრად ითვლებოდა. მოგვიანებით შპს-ში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დალაქიშვილი ნათესაურ კავშირშია ქუთაისის ყოფილ მერთან. ის შოთა მურღულიას ცოლის დის მამამთილია.

თეგები: თვითმმართველობაკახა დალაქიშვილი