სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი “ნაციონალები” “ღირსების მანიფესტაციას” შეუერთდებიან

5 დეკემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

ქუთაისელი “ნაციონალები” “ღირსების მანიფესტაციას” შეუერთდებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვალ თბილისში გამართულ ღირსების მანიფესტაციას შეუერთდებიან. ენმ-ს პოლიტიკური მდივანი ირაკლი გვალია მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ხვალ ენმ-ს ქუთაისის ოფისის წევრები მხარდამჭერებთან ერთად თბილისში გამართულ ღირსების მანიფესტს შევუერთდებით. უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. მოვუწოდებ ჩვენს მხარდაჭერებს გააქტიურდნენ და ხვალ შემოგვიერთდნენ”,-განაცხადა გვალიამ.

თბილისში აქცია 14.00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი მომხრეებმა გაათავისუფლეს. სააკაშვილის მომხრეების მხრიდან გათავისუფლების საქმეზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლით მიმდინარეობს.

თეგები: ნაციონალები" "ღირსების მანიფესტაცია"პოლიტიკასამართალი