სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია საახალწლო ფოიერვერკში 13 000 ლარს გადაიხდის

6 დეკემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

ქუთაისის მერია საახალწლო ფოიერვერკში 13 000 ლარს გადაიხდის

2017-2018 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის ფოიერვერკების შესაძენად ქუთაისის მერიამ 13 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა” 2017-2018 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის ფეიერვერკების შესყიდვა და თანმდევი მომსახურება – ფოიერვერკების გაშვება უნდა განახორციელოს.

მიმწოდებელი ასევე ვალდებულია ფეიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე.

წინადადების მიღება 5 დეკემბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება.

საახალწლო ფოიერვერკებს ქალაქის მერია 2018 წლის ბიუჯეტის სახსრებით შეიძენს.

ქალაქის სახალწლო დეკორაციებით მორთვა ამ დროისათვის მიმდინარეობს.

თეგები: საახალწლო