ქუთაისში საახალწლო კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ.
მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს, ღამით, ქუთაისში გამართულ საახალწლო კონცერტში ჯგუფი “მეტეხის”, თიკო გრძელიშვილის, ანა შუბითიძის, FUNK STATION-ის და დიჯეი ზაპას მონაწილეობა იგეგმება.
საახალწლო კონცერტს აკო ანდღულაძე გაუძღვება.
ქუთაისის მერიამ საახალწლო კონცერტისათვის საჭირო სცენის მონტაჟისათვის 20 ათას ლარიან ტენდერი გამოაცხადა.
„მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა- კონცერტისათვის (კონცერტის ხანგძლივობა არანაკლებ 90 წუთი) სცენით, განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურება.
ასევე, „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი სპეციალისტებით უზრუნველყოს სცენის, გახმოვანების აპარატურის და სასცენო განათების მონტაჟი „შემსყიდველი“-ს მიერ მითითებულ ადგილზე და ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დემონტაჟი.