სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

21 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

იმერეთის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, 2017 წელს ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობებიდან იმერეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

ქუთაისიდან უძლიერეს მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი კონსტანტინე ჯანაშია და ძალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი შოთა მიშვიძე დააჯილდოვეს, წყალტუბოდან ჯული ჩირგაძე, ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი,

ბაღდათიდანლადო მაღლაკელიძე, მოჭადრაკე, საქართველოს ჩემპონი მოსწავლეთა შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე,

თერჯოლიდანლერი ჯიხვაშვილი, სამბისტი, საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის,

ტყიბულიდანილია სულამანიძე, საქართველოს ჩემპონი ძიუდოსა და ჭიდაობაში,

სამტრედიიდანუშანგი მარგიანი– მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოში

ვანითამთა ღვინიანიძე, მძლეოსნობა, საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში,

ხონიოთარ გუგავა, ევროპის ერთა თასის მფლობები თავისუფალ ჭიდაობაში,

ზესტაფონიდანალექსი სვიანიძე -საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში,

ჭიათურიდანლაშა გაგნიძე ევროპის ვერცხლის პრიზიორი კრივში,

ხარაგაულიდანზაურ ბერაძე საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.

თორმეტი ყველაზე წარმატებული სპროტსმენის დაჯილდოვების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ: იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე–მერი გიორგი იობაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძება ART – გალერეაში გაიმართა, სადაც ცნობილი მხატვრების გამოფენა მოეწყო და სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები იყო წარმოდგენილი.

თეგები: სპორტისპორტსმენები