სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ოპერის თეატრში “საშობაო ზღაპარი” გაიმართა

8 იანვარი, 2018 • ხატია ბანძელაძე • 32

ქუთაისის ოპერის თეატრში “საშობაო ზღაპარი”  გაიმართა

მაყურებლის წინაშე ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები ნუკრი კაპანაძესთან ერთად წარსდგენენ.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის კონცერტი “საშობაო ამბავი” გაიმართა.

კონცერტზე მაყურებლის წინაშე ნუკრი კაპანაძე ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო, ლათინო-ამერიკული ცეკვებისა და ვოკალური სტუდიის მოსწავლეებთან ერთად წარსდგა.

“ჩემთვის ქუთაისში სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი გულით ვმღერი. ახალგაზრდებთან ურთიერთობა ყველაზე მთავარია, რადგან მომავალს უნდა უყვარდე, მათ ახალი საზრდო უნდა მისცე,”-განაცხადა კაპანაძემ.

ქუთაისის ახალგაზდული ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქის მერიის დახმარებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კონცერტი მეოთხე წელია, რაც იმართება.

თეგები: კულტურა