სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მე-4 ბაგა-ბაღს ახალი კორპუსი ემატება

10 იანვარი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მე-4 ბაგა-ბაღს ახალი კორპუსი ემატება

ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების მე-4 ფილიალს ახალი კორპუსი ემატება. დღეს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ბაღების ააიპის ხელმძღვანელთან ერთად მე-4 ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კორპუსის მიშენების შემდეგ, შენობას ახალი ჯგუფი და სამზარეულო დაემატება, რომელიც ამ დრომდე ეზოში იყო, ბავშვები კი ახალ ჯგუფში გადანაწილდებიან. პროექტის მიზანი ბაგა-ბაღის გაფართოება და პატარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა.
მერიისვე ინფორმაციით, მიშენების სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება და ექსპლუატაციაში გაეშვება.

​,,ბავშვთა დიდი კონტიგენტის გამო ქალაქის მერიამ გადაწყვიტა აღნიშნულ ბაღში კორპუსის დამატება, რომლის შემდეგ ბაღს თანამედროვე სტანდარტების სამზარეულო და ჯგუფი ექნება. ეს ხელს შეუწყობს, როგორც პატარებისთვის ისე თანამშრომლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას,” – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

თეგები: თვითმმართველობა