სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მშენებლობაზე 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

10 იანვარი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში მშენებლობაზე 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისში, უბედურ შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ხახანაშვილის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობის დროს 60-წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს გული გაუსკდა, რის შემდეგაც სიმაღლიდან ჩამოვარდა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თეგები: სამართალი