ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავითობის დღესასწაულზე გელათის აკადემიაში ფესტივალი გაიმართება

16 იანვარი, 2018 • ხატია ბანძელაძე • 1

დავითობის დღესასწაულზე გელათის აკადემიაში ფესტივალი გაიმართება

დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ეპოქის ამსახველი ხელნაწერების გამოფენა და საგალობლების ფესტივალი გელათის აკადემიაში გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 3 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ორგანიზებასთან ერთად მიმწოდებელმა ღონისძიებისათვის საჭირო პოლიგრაფიული მასალის დამზადება და მიწოდება უნდა უზრუნველყოს. საგალობლების ფესტივალში მონაწილე გუნდების ტრანსპორტირება ორი მიკროავტობუსით უნდა განხორციელდეს.

„მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს საგალობლების ფესტივალში მონაწილე გუნდების კვებით უზრუნველყოფა გელათის მონასტერთან არსებულ სატრაპეზო სივრცეში.

წინადადების მიღება 20 იანვარს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თეგები: კულტურა