2013 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვა (ნიკოლეიშვილის) საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს დასრულდა. გარდაცვლილი მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა. სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა და დღეს დასრულდა. გარდაცვლილის დედის ალა მატინოვას თქმით, ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
“5 წლიანი ლოდინის მერე სამართალმა მაინც იზეიმა და დამტკიცდა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ირაკლი მერკვილაძემ შეიწირა”, – განაცხადა მატინოვამ. ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. “ნიუპრესი” აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს
26 იანვარი, 2018 • ხატია ბანძელაძე • 1
თეგები: სამართალი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები