სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში საწურბლიას მღვიმე იხსნება

1 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

წყალტუბოში საწურბლიას მღვიმე იხსნება

წყალტუბოში, საწურბლიას მღვიმის რეაბილიტაცია დასრულდა.

საწურბლიას მღვიმე, რომელიც პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

პროექტის პარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ, – აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.

საწურბლიას მღვიმე პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.

თეგები: ეკონომიკასაზოგადოება