სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“იქ სადაც ჩემი სახლია”- სპექტაკლის საპრემიერო პრომო აქცია გაიმართა

6 თებერვალი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 30

“იქ სადაც ჩემი სახლია”- სპექტაკლის საპრემიერო პრომო აქცია გაიმართა

მესხიშვილის თეატრში 6 და 7 თებერვალს პრემიერა გაიმართება.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა წინა საპრემიერო პრომო აქცია მოაწყო.

აქციით თეატრმა დღეს დაგეგმილი პრემიერის შესახებ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია. სპექტაკლი “იქ სადაც ჩემი სახლია” რეჟისორმა კახა გოგიძემ დადგა. ” ამაყი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის დადგმის. ამ პერფორმანსის დატვირთვა სპექტაკლის სათაურშია, რომ თეატრი, ქალაქი, სახელმწიფო ჩვენი სახლია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ”-განაცხადა რეჟისორმა.

სპექტაკლი ერთი ოჯახის ამბავს ეხება, რომელშიც მათი ყოველდღიურობაა ასახული. პიესის ავტორი ლალი კეკელიძეა.

სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები თამაშობენ. პრემიერა 6 და 7 თებერვალს გაიმართება.

თეგები: კულტურა