ქუთაისელმა დიზაინერმა თეონა მარგველაშვილმა ნიუ იორკის მოდის კვირეულში მონაწილეობა მიიღო. ჩვენებაზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენა ქართული მუსიკის თანხლებით გაიმართა.
“კმაყოფილი ვარ მონაწილეობით, წარმოვადგინე ჩემი ახალი კოლექცია, ნიუ იორკი ყოველთვის ღიაა სიახლეებისათვის, ველოდებით გაყიდვებთან დაკვშირებით წინადადებებს”, -აღნიშნა თეონა მარგველაშვილმა ნიუპრესთან საუბარში.
თეონა მარგველაშვილი მოდის სფეროში 2006 წლიდან საქმიანობს. ის ასევე მუშაობს პოპ არტში. მის გეგმებში უახლოეს მომავალში ნიუ იორკში თავისი ნამუშევრების გამოფენის გამართვაც შედის.
.jpg)