სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

1 აპრილიდან მართვის მოწმობების ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება

13 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

1 აპრილიდან მართვის მოწმობების ნაწილი  ძალადაკარგულად ჩაითვლება

2018 წლის პირველი აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობები იურიდიულ ძალა კარგავს.

მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა 1 აპრილამდე შეეძლებათ. შეცვლის საფასური 15 ლარია.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.

თეგები: სამართალი