სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართება

21 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართება

22 თებერვალს ქუთაისში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორდღიანი ტრენინგები დაიწყება.

ტრენინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პუშკინის ქუჩა 6-ში გაიმართება.

22-23 თებერვალს ტრენინგზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაიუმჯობესებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებებით:

1) ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკა;

2) პოლიტიკის მონიტორინგის სტრატეგიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის;

3) ადვოკატირება და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართვა, კამპანიების წარმოება და ინფორმაციის გავრცელების საშუალებები;

4) კომუნიკაციის მექანიზმები.

ორდღიან ტრენინგს იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.

ტრენინგები უკვე ჩატარდა ქ. რუსთავში. მომდევნო ტრენინგები დაგეგმილია შემდეგ ქალაქებში: ზუგდიდი, თელავი და გორი.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მცირე და საშუალო ბიზნესის მინიმუმ 2,000 წარმომადგენელს.

საქართველოს მთავრობისთვის მომზადდება საჭიროებების კვლევები და სარეკომენდაციო დოკუმენტები.

თეგები: კონკურსი / ანონსი