სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია შშმ ბავშვების უფლებების დამცველ მუნიციპალიტეტად აღიარეს

22 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მერია შშმ ბავშვების უფლებების დამცველ მუნიციპალიტეტად აღიარეს

ანტისტიგმა კამპანიის #დაინახეყველაფერი-ს ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების მქონე 4 მუნიციპალიტეტი გამოვლინდა.

გამარჯვებულთა შორიაა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც
ნომინაციაში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამები და ბავშვების და მათი მშობლების აქტიური ჩართულობა – გაიმარჯვა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ყველა გზა და შესაძლებლობა უნდა არსებობდეს რათა მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ. ამ კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გამარჯვებულებს შორის არის ასევე ხელვაჩაურის, მესტიის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

თეგები: თვითმმართველობა