ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პაპუნა გიორგაძე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ლიტერატურულ საღამოს გამართავს

7 მარტი, 2018 • ხატია ბანძელაძე • 1

პაპუნა გიორგაძე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ლიტერატურულ საღამოს გამართავს

ქუთაისელი ხელოვანი პაპუნა გიორგაძე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ლიტერატურულ საღამოს გამართავს, სადაც

საკუთარ ლექსებს მუსიკის თანხლებით წარმოადგენს.

ავტორის თქმით, საღამო ორიგინალური და საინტერესო იქნება.

“მსგავსი საღამო რამდენჯერმე მოვაწყვე და დიდი ინტერესიც გამოიწვია. ამჯერად მსმენელს განსხვავებულ და უფრო საინტერესო პერფორმანს წარმოვუდგენ”,- განაცხადა გიორგაძემ.

ლიტერატურულ საღამოზე “post-poetry” პაპუნა გიორგაძის წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება, რომლის შეძენაც ადგილზე იქნება შესაძლებელი.

საღამო 11 მარტს, 17:00-ზე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება.

თეგები: კონკურსი / ანონსიკულტურა