ბაღდათის რაიონის ყოფილ გამგებელს, ნიკოლოზ ჟვანიას, საირმის გზაზე ხუთი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება.
ქრონიკასთან საუბარში, ნიკოლოზ ჟვანია ამ ინციდენტს ბიზნეს-დავას უკავშირებს და ხელს ყოფილ მაჟორიტარს, თემურ კოხოძეს ადებს, თუმცა კოხოძე მომხდართან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
imedinews