საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ხარაგაული-ლაშეს მონაკვეთზე სიახლეა.
მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ერთ ლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ.
4 კილომეტრ ნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორ ლიანდაგიანია. განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს.