სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

20 აპრილი, 2018 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ქუთაისში, წყალტუბოს გადასახვევთან, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს – აღნიშნულ ინფორმაციას “ნიუპრესს” ინფორმირებული წყარო აწვდის.

წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, გამთენიისას მოხდა. წაღებულია 6 ათასი ლარი, თუმცა დაზარალებულმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებას არ მიაწოდა.

შსს ინფორმაციას ადასტურებს. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მოკლე ხანში გაკეთდება.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ბენზინგასამართი სადგურის განთავსებას მოსახლეობა აპროოტესტებდა, რის გამოც საქმე სასამართლოშიც განიხილებოდა.

თეგები: სამართალი