სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა იმართება

22 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა იმართება

ქუთაისში „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2018 “დაიწყო.

ოლიმპიადა წელს ოთხი მიმართულებით იმართება: ქართული ხალხური სიმღერა, მხატვრული კითხვა, ქართული ესტრადა და ქართული ხალხური ცეკვა.

თითოეული კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს – შესარჩევსა და ფინალურ ტურებს.

ოლიმპიადა ქართული ხალხური სიმღერის კონკურსით გაიხსნა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ფინალურ ტურში ქუთაისის #7 საჯარო სკოლა; ქუთაისის #38 საჯარო სკოლა; გ.კვინტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი; ქუთაისის #32 საჯარო სკოლა გადავიდნენ.

დღეს ოლიმპიადის შესარჩევი ტური ქართული ესტრადაში გაიმართება.

ოლიმპიადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით იმართება.

თეგები: კულტურა