ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დათო ტურაშვილი ქუთაისში ღია ცისქვეშ საჯარო ლექციას გამართავს

22 აპრილი, 2018 • ირინა მაკარიძე • 1

დათო ტურაშვილი ქუთაისში ღია ცისქვეშ საჯარო ლექციას გამართავს

ცნობილი მწერალი დათო ტურაშვილი წელს ორმაისობის დღესასწაულზე ღია ცის ქვეშ საჯარო ლექციას გამართავს. ლექცია თემაზე “მაიაკოვსკი და საქართველო” გაიმართება.

ღონისძიება პირველ საჯარო სკოლასთან მოეწყობა. ტრადიციულად გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

წელს დაგეგმილია გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია. ღონისძიება 16:00 საათზეა დაგეგმილი.

ორმაისობა ქუთაისში ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნება, თუმცა, როგორც მერიის კულტურის განყოფილებაში აცხადებენ, ყველა ტრადიციულ ღონისძიებას გარკვეული სიახლის ელემენტები შეემატება.

თეგები: კულტურა