სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის

23 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის.

ხელშეკრულება რკინიგზასა და კომპანია ,,გრატოს“ შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ათი თვის განმავლობაში რკინიგზის სადგურებში, ბაზებზე, გვირაბებსა და ხიდებზე ამერიკული კომპანია Cree-ს მიერ წარმოებულ ენერგოეფექტურ სანათებს დაამონტაჟებს.

ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა დაზოგავს ელექტროენერგიას, მიიღებს თანამედროვე ტიპის განათებასა და ეკოლოგიურად სუფთა სანათებს.

თეგები: ეკონომიკა