სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა ღონისძიებებია დაგეგმილი “ორმაისობას”?

27 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

რა ღონისძიებებია დაგეგმილი “ორმაისობას”?

წელს „ორმაისობის“ დღესასწაული რამდენიმე დღე გაგრძელდება. ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილის 10:00 საათიდან ღონისძიებები ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყება, სადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ქუთაისს დალოცავს. 11:00-ზე სამი ოთარის ძეგლის პატივგება და დიპლომატიური კორპუსის მიღებაა მერიაში. 12:00 საათიდან მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ააიპ ბაღების გაერთიანების ორგანიზებული ფოტოგამოფენა 12:30 მესხიშვილის თეატრის წინ ფლეშმობი სპექტაკლ ,,პიგმალიონის’’ თემაზე.

სრულ პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

12:00-14:00

ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორია

ააიპ კულტურულ, საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანება

  • კლასიკური და ფოლკლორული კონცერტები
  • ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის გამოფენა „ბაგრატის ტაძარი“
  • გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები ბავშვებისთვის
  • სამხატვრო კონკურსი

12:00 -დან

ცენტრალური მოედანი

ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა

13:30 – 14:00

საკარნავალო მსვლელობა ორკესტრის, გიმნაზისტებისა და XIX საუკუნის კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობების მონაწილეობით

14:00

“ვენდი’ს”-ის გახსნა

14:00

ქალაქის სტუმრების მიღება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში

13:00 -დან – დღის ბოლომდე

ცენტრალურ ბაღი

  • ფოტოგამოფენა „ქალაქი ობიექტივში“

16:30

ცენტრალური ბაღი
ქალაქური მუსიკის კონცერტი

  • ნუკრი კაპანაძე
  • ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი
  • სალომე ბაკურაძე
  • გიორგი მეფისაშვილი
  • დები აბულაძეები
  • ტრიო “ბალადა”
  • “ჩვენი კვარტეტი”

11:00 – 14:00

პირველი სკოლა

გოეთეს ინსტიტუტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები

14:00

მ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

გამოფენა „ჯრუჭის მონასტრის საგანძური“

14:00-დან

ოქროს ჩარდახი

ნუმიზმატების გამოფენა

14:00-დან

„ქუთაისობის აღნიშვნა მუხნარის ტყეში“ – იმერეთის რეგიონში შემავალი რაიონების წარმომადგენლებთან ერთად

12:00-დან

ცენტრალური ბაღი. კოლონების მიმდებარე ტერიტორია

ყვავილების გამოფენა-გაყიდვა

13:00-19:00

მონ პლეზირის თაღის მიდებარე ტერიტორია

ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა

17:00 საათი

გამოფენა ლაღიძის წყლების თემაზე და იშვიათი სახეობის ქართული ყველის გამოფენა-გაყიდვა

13:00-დან 18:00

პირველი სკოლის წინ

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

  • 15:30 – დათო ტურაშვილის საჯარო ელქცია
  • გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოოს ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის საგანმანათლებლო პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“

13:00 – დღის ბოლომდე

საბავშვო სივრცე ფალიაშვილის ქუჩაზე

13:00 -დან 18:00

ვერიკოს სკვერი

ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია

13:30-დან დღის ბოლომდე

თიბისი გალერეა

ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა

21:00-23:00

გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე

ჯგუფები: ”ფრანი”, “33ა”

3 მაისი

მთელი დღის განმავლობაში კვლავ აქტუალური იქნება ყვავილების, ხელნაკეთებისა და წიგნების გამოფენები

11:00-დან

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დიზაინისა და ტქენოლოგიის დეპარტამენტის დეკორატიულ გამოყენებითი ქსოვილებისა და მოდელების გამოფენა
  • ფოლკლორული ანსამბლების „ადილასა“ და „კოლხას“ კონცერტი
  • FabLab-ის სტარტაპების გამოფენა
  • კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა

14:00

თიბისი გალერეა

ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა „ფუნჯის მემკვიდრეები“

15:00
კინოთეატრი „საქართველო“
ლაშა გაგოშიძის ფილმი „თეჯირს მიღმა“

20:00 საათი

ცენტრალური მოედანი

კონცერტი თბილისის ბიგ-ბენდის მონაწილეობით

20:30 საათი

თეთრი ხიდი

რეზო გაბრიაძის ნახატების მიხედვით შექმნილი ფილმის „ჰაი, ჰარალე, დედაო!“ ჩვენება, რეჟისორი ლ. გაბრიაძე.

ფილმს საფუძვლად უდევს რ. გაბრიაძის ნაწარმოები “ქუთაისი-ქალაქია” და ასახავს მწერლის ბავშვობას ქუთაისში.

22:30-დან

მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია

DJ შოუ

თეგები: კონკურსი / ანონსი