ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

29 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 28

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების  659 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას აქვეყნებს

ბოლო ერთ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ტიპის 130 ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს:

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი – 12
კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები – 73
ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები – 34
თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი – 11
აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი – 18
ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გრძელდება უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღება, რაც მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

თეგები: სამართალი