სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“იქნება სიურპრიზები” – ქუთაისში “ვენდისის” გახსნაზე დრამშოუ დაუკრავს

1 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

“იქნება სიურპრიზები” – ქუთაისში “ვენდისის” გახსნაზე  დრამშოუ  დაუკრავს

ქუთაისში “ვენდისის” რესტორნის გახსნა 2 მაისს 14. 00 საათზე საზეიმო ვითარებაში მოხდება.

“ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილის განცხადებით, გახსნის ცერემონიალზე დრამშოუ დაუკრავს.

“ახალი რესტორნის გახსნას დავამთხვიეთ ახალი მექსიკური ბურგერის – “არიბა” შეთავაზება, რომელიც დაემატება ჩვენს მენიუში, იქნება სიურპრიზები, სახალისო შოუები. იქნება აქცია და სპეციალური ფასები”, – განაცხადა რუსუდან კბილაშვილმა.

ქუთაისში “ვენდისის” რესტორნის მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, განცხადებები მის გახსნასთან დაკავშირებით უკვე 2015 წლიდან კეთდებოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, რესტორანში 150-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

თეგები: კონკურსი / ანონსი