სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობა გასამმაგდება”

3 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

“ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობა გასამმაგდება”

ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ გასამმაგდება ის შესაძლებლობა, რაც ქუთაისის აეროპორტს გააჩნია, ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისათვის აეროპორტი 300-მდე მგზავრს ემსახურება საათში და შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება.
“დღეს აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს და მას შემდეგ, რაც ტერმინალი დასრულდება, მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა”- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა ეკონომიკის მინისტრა დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მოინახულეს.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აეროპორტის ტერმნინალის სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.

თეგები: ეკონომიკა