ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დღეიდან სესხის გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

7 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

დღეიდან სესხის გაცემის  ახალი რეგულაციები ამოქმედდა

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ.

ამასთან, კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განმარტა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის საწინააღმდეგო თამაშის ახალი წესები ყველა ფინანსურ სექტორზე გავრცელდება. ბახტაძის თქმით, ამ პრობლემის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ, ფინანსური სექტორისთვის ერთიანი რეგულაციების არქონა იყო.

თეგები: ეკონომიკა