სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში დამატებით 9 კაზინოს გახსნა იგეგმება

7 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

საქართველოში დამატებით 9 კაზინოს გახსნა იგეგმება

G&T-ის ტურიზმის კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ბათუმსა და თბილისში კაზინოების ბიზნესი სწრაფად განვითარდა. კვლევის თანახმად, ბათუმში 10 კაზინოა და კიდევ ხუთის გახსნა იგეგმება. კვლევის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი ის არის, რომ მეზობელ ქვეყნებში კაზინოები ან აკრძალულია, ან მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. მხოლოდ აჭარაში 2016 წელს კაზინოების ვიზიტორების 76% უცხოელი იყო.

2018-2020 წლებში კი საქართველოში დამატებით 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი: სამი თბილისში, 1 კურორტ გოდერძიზე, 5 კი ბათუმში.

imedinews.ge

თეგები: ეკონომიკა