სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს რკინიგზამ ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

10 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 22

საქართველოს რკინიგზამ ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

11 და 13 მაისს მგზავრებს დამატებითი რეისები მოემსახურება.

ქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 11 და 13 მაისს მგზავრებს ბათუმის მიმართულებით №852/851 მატარებლით გადაიყვანს.

თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი თბილისის სადგურიდან 8:50 წუთზე გავა და ბათუმში 14:15 წუთზე ჩავა, ხოლო ბათუმიდან 18:30-ზე გამოვა, თბილისში კი 23:59-ზე ჩამოვა.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეგიძლიათ.

თეგები: რეკლამა