სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქვეყანაში სოციალურ შემწეობას 451 538 ადამიანი იღებს

15 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქვეყანაში სოციალურ შემწეობას 451 538 ადამიანი იღებს

ქვეყანაში სოციალური პროგრამების ბაზაში რეგისტირებულია 972, 623 ადამიანი, რაც მოსახლეობის 26,1%-ს შეადგენს. ოჯახების მიხედვით მონაცემთა ბაზაშია 326, 101 ოჯახი, რაც საერთო რაოდენობის 30 %-ია.

შემწეობის მთხოვნელთა რიგებში მყოფი ადამიანებიდან საარსებო შემწეობას ყველა ვერ იღებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საარსებო შემწეობს 451 538 ადამიანი იღებს, რაც შემწეობის მთხოვნელთა 40-46%-ს წარმოადგენს, ხოლო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 12,1%-ს შეადგენს. (საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 3 713 700 ადამიანია)

რეგიონების მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა მაღალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 39, 7%, მცხეთა-მთიანეთი – 17%, გურია – 16%, კახეთი – 16%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 15-4%. იმერეთი – 12,1%, შიდა ქართლი, 17,7%, აჭარა 11,4%. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 10% -ქვემო ქართლშია.

იმერეთში მუნიციპალიტეტების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე მაღალი პროცენტული რაოდენობა ხარაგაულშია – 31,5%, მას მოსდევს ჭიათურა – 26, 8%, ხონი – 24, 4%, ვანი – 18,7%, ხოლო საჩხერეში – 14, 4 % იღებს სოციალურ შემწეობას. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სამტრედიაში – 9,1 %, წყალტუბო – 11,2% ტყიბული – 12% ბაღდათი – 12, 2 %.

ქუთაისში მოსახლეობის 5,1 % იღებს სოციალურ შემწეობას, 5,2% – თერჯოლაში, რითაც მას ქუთაისის შემდეგ იმერეთში შემწეობის მიმღებ მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს.

დიდ ქალაქებს შორის -თბილისში მოსახლეობის 8,8 % არის შემწეობის მიმღები, ბათუმი – 6,4%, რუსთავი -6,7% გორი, 7,3%.

ციფრების მიხედვით, ქუთაისში სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრიტებულია 7 600 ოჯახი, 20 717 ადამიანი. აქედან საარსებო შემწეობას იღებს 7 670 ადამიანი, 2 712 ოჯახი, ანუ, რეგისტრირებულების 35-37 %.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 735 600 პენსიონერია, აქედან იმერეთში 123 796, ხოლო ქუთაისში 33 132 პენსიონერი. დევნილის სტატუსის მქონე პენსიის მიმღებთა რაოდენობა იმერეთში -3, 042 – ქუთაისში – 1 316.

თეგები: ეკონომიკასაზოგადოება