სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

16 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიდნენ. მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა შეხვდა.

სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება – შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს.

საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური – ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს მიიღონ ტენდერში მონაწილეობა.

ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე მოთხოვნა ითვალისწინებს.

თეგები: ეკონომიკა