ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ტანსაცმლის საწარმო “ემჯიემტექსი” გაიხსნა

17 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ტანსაცმლის საწარმო “ემჯიემტექსი” გაიხსნა

დღეს ქუთაისში სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით შექმნილი საწარმო “ემჯიემტექსი” გაიხსნა. საწარტმოს გახსნას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო H&M-ის პროდუქციის წარმოებას მოახდენს და ასევე მოლაპარაკების პროცესშია ZARA-სთან და UNITED COLORS OF BENETTON-თან.

“ემჯიემტექსი” ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე.

კომპანიამ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით და დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 400 ადამიანი დასაქმდება.

ინვესტიციის მოცულობა, საწყის ეტაპზე, შეადგენს 2 000 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

თეგები: ეკონომიკა